აშშ-ის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

აშშ-ის პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ.

ცნობისთვის, ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.