ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა

22 იანვრიდან ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Georgiatoday ავრცელებს.

"ბირთვული იარაღის საერთაშორისო ხელშეკრულება (TPNW) მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნისკენ, რასაც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო ჰქვია და მძლავრი დასტურია ბირთვული განიარაღების მრავალმხრივი მხარდაჭერის საქმეში“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

გუტერეშმა შეაქო „ბირთვული განიარაღების პირველი მრავალმხრივი ხელშეკრულება ბოლო ორ ათეულ წელიწადში“ და მოუწოდა მსოფლიოს ქვეყნებს, ერთად იმუშაონ მიზნის, საყოველთაო და კოლექტიური უსაფრთხოების განვითარების, მისაღწევად.

როგორც ცნობილია, ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ბირთული იარაღის განვითარებას, გამოცდას, შენახვას და მოხმარებას, საერთაშორისო კანონია მას მერე, რაც ის 50 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული ოქტომბრის თვეში, შარშან და გაიარა 90 დღიანი პროცესი, სანამ ძალაში შევიდოდა.

სულ 122-მა სახელმწიფომ, მსოფლიოს ქვეყნების ორმა მესამედმა, დაუჭირა მას მხარი. მხოლოდ თითქმის ნახევარმა მიანიჭა მას კანონის ძალა და ბირთვული იარაღის ნამდვილად თუ სავარაუდოდ მქონე არც ერთმა ქვეყანამ - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ისრაელმა, ჩრდილოეთმა კორეამ, პაკისტანმა, რუსეთმა და აშშ-მა, - დაუჭირა მას მხარი.