2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი.
სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა.
პირველ სამეულში შედის: თურქეთი(1 131.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (709.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი).