პუტინმა, რუსეთის მოქალაქეებს, დაგროვებითი პენსია 2025 წლის ბოლომდე გაუყინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, რუსეთის მოქალაქეები, დაგროვებითი პენსიას 2025 წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ. 

დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე, რომლის თანახმადაც, პენსიის გაყინვის მიზეზია საპენსიო ფონდის დეფიციტის შემცირება. 

„ამავე დოკუმენტის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეულ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს, საჯარო სამსახურიდან დაფინანსების მიღება შეუჩერდებათ“, - წერს რუსული მედია.