ყაზახეთი ურანის ექსპორტს ჩინეთის გავლით გეგმავს

ყაზახეთის „Kazatomprom-ი“ (ურანის ეროვნული კომპანია) ურანის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას აგრძელებს. ამის შესახებ Trend ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, ყაზახური კომპანია ჩინეთის ნაციონალური ბირთვული კომპანიის (CNNC) შვილობილ კომპანიებთან - CNUC (ჩინეთის ეროვნული ურანის კორპორაცია) და CNEIC (ჩინეთის ბირთვული ენერგიის ინდუსტრია,) ჩინეთის ტერიტორიის გავლით, ურანის ტრანზიტის მომსახურების მიწოდების შესახებხელშეკრულებაზე მუშაობს.


ამჟამად „Kazatomprom-o“ ურანის პროდუქციის ტრანსპორტირებას სანქტ-პეტერბურგის პორტიდან (რუსეთი) ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ახორციელებს.

დღეს, ყაზახური ურანის პროდუქციის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR, შუა დერეფანი). აქტაუს (ყაზახეთი), ალათის (აზერბაიჯანი) და ფოთის (საქართველო) საზღვაო პორტები ამ მარშრუტზე ხელს უწყობენ ამ პროდუქციის მიწოდებას.


იმავდროულად, 2023 წლის 29 სექტემბერს, ყაზახეთის Kazatomprom-მა წარმოადგინა 2025 წლის ურანის წარმოების სტრატეგია. Kazatomprom-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის სტრატეგია, გაზარდოს ურანის მოცულობა 2025 წელს წიაღისეულის გამოყენების კონტრაქტებით დაგეგმილი დონის 100 პროცენტამდე.


ყაზახეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი ურანის დადასტურებული მარაგებით. ყაზახეთის რესპუბლიკის სიღრმეები შეიცავს ყველა დადასტურებული მსოფლიო რეზერვების დაახლოებით 14 პროცენტს.


ქვეყნის მთლიანი დადასტურებული მარაგი 700 000 ტონაზე მეტ ურანს შეადგენს. 2009 წელს ყაზახეთმა პირველი ადგილი დაიკავა ურანის წარმოებაში და ის აგრძელებს ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას მსოფლიო ბაზარზე. ყაზახეთი მსოფლიოში ურანის დაახლოებით 40 პროცენტს აწარმოებს.