რა წერია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში

მიუხედავად დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება შეშფოთებას იწვევს, ზოგი წინარე რეკომენდაცია არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას. შესაბამის ჩანაწერს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნის პროექტში ვხვდებით.

„ერთობლივი მოსაზრება მიესალმება დადებით ცვლილებებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეესაბამება კანონმდებლობის გაძლიერების წინარე რეკომენდაციებს. ამ ცვლილებებს შორისაა შემცირებული ბინადრობის ცენზის მოთხოვნა ადგილობრივი არჩევნების კანდიდატებისათვის, ზომები ქვედა დონის საარჩევნო ორგანოების წევრებისა და მოქალაქეებზე დამკვირვებლების დამოუკიდებლობის გასაზრდელად, დამატებითი საფუძველი საარჩევნო ხმების ავტომატური გადათვლის მოსათხოვნად და უკეთ მორგებული ვადები საარჩევნო დავების მოგვარების პროცესში.
მიუხედავად ამ დადებითად ხაზგასასმელი ნაბიჯებისა, ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება იწვევს შეშფოთებას და ზოგი წინარე რეკომენდაცია, რომელთა მიზანია სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ იყო ადეკვატურად განხილული, ხოლო ზოგი საკითხი კვლავაც საჭიროებს ყურადღებას“.

საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის პროექტშია აღნიშნული, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივი ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეული იყოს პროცესისადმი საერთო ნდობა.

12 რეკომენდაციაზე სამუშაოდ ჩამოყალიბებულ სამუშაო ჯგუფებზე, რომელთა შორის იყო საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფიც, დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე ISFED-მა ვერ მიიღო დაშვება, ხოლო ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, საიამ სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი მოახდინა.

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის შეფასებით კი, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“.

„სამმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება მუშაობის დაწყებისთანავე. თუმცა, ამ პარტიებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილებებზე გამართულ დისკუსიებში.

ODIHR და ვენეციის კომისია მიიჩნევენ სამწუხაროდ, რომ ყველა პარტია არაა ჩართული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რაც იქნებოდა ევროკავშირის რეკომენდაციის სულისკვეთების შესაბამისად კოლექტიურად პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგის ხელის შეშლა საარჩევნო რეფორმის თემაზე, როგორც დადებითი მოვლენა, აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ, რომელმაც მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტირება, შემდგომ წარმოადგინა ერთობლივი ცვლილებების პროექტი პარლამენტში, რომელიც ამჟამად არაოფიციალურად განიხილება პარლამენტში პარტიებს შორის.

2022 წლის 18 აგვისტოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, ერთ-ერთმა გამოცდილმა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საქართველოში, თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ვერ მიიღო დაშვება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რამდენადაც მმართველის პარტია აცხადებდა, რომ ამ ორგანიზაციამ „დაკარგა პოლიტიკური მიუკერძოებლობა“.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ გადაწყვეტილების გაპროტესტების მიზნით, მნიშვნელოვანმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, რომელიც ჩართული იყო საარჩევნო რეფორმის პროცესში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), მოახდინა სამუშაო ჯგუფის ბოიკოტი.

ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის აზრით, ეს ფაქტები ზღუდავს საარჩევნო რეფორმის პროცესის ინკლუზიურობას და იწვევს შეშფოთებას ევროკომისიის მეათე პრიორიტეტის გათვალისწინებითაც „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ყველა დონეზე“.

დადებითი ფაქტია, რომ როდესაც პროექტი დასრულდა და წარედგინა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, როგორც ISFED-მა, ასევე, საიამ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც განხილულ იქნა ცვლილებების პროექტი, რომელშიც აისახა მათი შეთავაზებები.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტი, იმ სახით, რომლითაც მათ დაუჭირა მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტმა მიიღო პირველი მოსმენით 2022 წლის 5 ოქტომბერს.

პროექტს მხარი ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რაც მანიშნებელია მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის, თუმცა, პოლიტიკური დიალოგი, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ფორმატში, უაღრესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამ კონტექსტში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან საპარლამენტო პროცესის ბოიკოტირება ან ხელის შეშლა, მაშინაც კი, თუ ეს კანონისა და საპარლამენტო რეგლამენტის ფარგლებში ხდება, ძალზე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და შესაძლოა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში იყოს გამოყენებული და არ წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს.

ვენეციის კომისია და ODIHR უსვამენ ხაზს, რომ არჩევნების ჩატარების სამართლებრივ ჩარჩო უნდა ემყარებოდეს მაქსიმალურად ფართო კონსენსუსს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და ნებისმიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული ამ პოლიტიკურად პოლარიზებულ, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში, რომ მიღწეულ იქნას პროცესისადმი საერთო ნდობა.

მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომ მათ აგრეთვე სურთ, მოიშველიონ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა 2021 წლის რეფორმების კონტექსტში, კონკრეტულად კი ის, რომ პროცესის სრულად ფლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა მონაწილეს შორის დიალოგის გზით, როდესაც წამყვანი სურვილი იქნება საქართველოს დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, რომ ძალისხმევა, მიმართული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურ ფრაქციებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე, გაგრძელდეს და სათანადოდ იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მონაწილე მხარის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინადადებები“,  - აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის თარგმანსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.