უკრაინის არმია არის სიკეთის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის შეიერაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი დროის გმირებს: უკრაინელ კაცებსა და ქალებს. მათ წელს მსოფლიო ისტორია შეცვალეს. უკრაინის არმია არის ძალა, რომელიც იცავს არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას და გაეროს წესდების საფუძვლებს“, - წერს დმიტრო კულება.
დღესვე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სამხედროებისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების დღის მისალოცად, დონბასსა და სლავიანსკში ჩავიდა. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს.