საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ მარეკ შჩიგელთან, რომელიც ასრულებს საქართველოში საქმიანობას.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში.
მხარეებმა, ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისი შექმნილი რთული ვითარება.
ამასთან, უწყების განცხადებით, მინისტრმა მადლიერება გამოხატა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
ასევე გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს მარეკ შჩიგელთან.