პუტინი ვერ აღწევს გამარჯვებას ბრძოლის ველზე და პროპაგანდის წარმოებას ცდილობს, ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
„ეს სხვა არაფერია თუ არა პროპაგანდა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
კრემლის მიერ კონტროლირებადი RIA Novosti-ს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. რუსული მედია ცდილობს, რომ ეს „გამარჯვებად“ გამოაცხადოს.