მოსკოვში  ნავალნის მხარდასაჭერად შეკრებილ დემონსტრანტებს აკავებენ

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვში შეკრებილი დემონსტრანტების მასობრივი დაკავება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პუშკინის მოედანზე უკვე დაკავებულია 40 ადამიანი. პოლიციელებს მიჰყავთ ყველა, ვისაც ხელში პლაკატი უჭირავს.

მიტინგის ორგანიზატორების ცნობით, აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიციამ აქტივისტების დაკავება მანამდე დაიწყო.

ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არაერთ ქალაქშია დაგეგმილი.