იტალიამ Tik-Tok-ს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაბლოკვისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იტალიის მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაბამისი განცხადება 10 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, Tik-Tok-ის აპლიკაციის ხელმძღვანელობამ უკვე დადო პირობა, რომ 13 წლამდე მოზარდებს Tik-Tok-ით სარგებლობის უფლება არ ექნებათ, თუმცა კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მოზარდები მაინც ახერხებენ აპლიკაციაში შესვლას.
იტალიის მარეგულირებელი ორგანოები 13 წლამდე მომხმარებელთა გამოსავლენად და მათი დაბლოკვისთვის, აპლიკაციის ხელმძღვანელობას ვადას 15 თებერვლამდე აძლევენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, 10 წლის გოგონა Tik-Tok-ის ერთ-ერთ თამაშში იყო ჩართული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.