ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა

დღეს, ლეგენდარული ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ლარი კინგი 87 წლის იყო. ის ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი კოონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში 3 იანვარს გადაიყვანეს.

87 წლის კინგი დიაბეტით იყო დაავადებული და ბოლო წლებში რამდენჯერმე ისულტი გადაიტანა. 2017 წელს ტელეწამყვანს ფილტვის კიბო დაუდგინეს. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში მას თოქშოუ ტელეკომპანია CNN-ზე მიჰყავდა. ბოლო წლებში ის ტელეკომპანია Russia Today-ში მუშაობდა.