12 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავენ.
მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება.
ევროპელი დიპლომატები 12 დეკემბერს ბელგიაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე იმსჯელებენ.