სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა, არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში!
აღნიშნული განცხადებით, სახალხო დამცველი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეებმა ნ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ბათუმის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს.
„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“, -აცხადებს ომბუდსმენი.
ირაკლი ჩავლეიშვილი 2020 წლის არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის პარტიული სიით იყო წარდგენილი. როდესაც ოპოზციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს და საკანონდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადეს, ირაკლი ჩავლიშვილმა აჭარის უზენაეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება გააკეთა. ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და საზოგადოება შეაფასებს. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა ღმერთმა შეუნდოს. ინცინდენტისას, რომ მოვბრნდი ჩემი ტოლი შემხვედროდა საკადრის პასუხს გავცემდი, შვილიშვილისხელა ბავშვი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა რას შვებოდა. მე ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს... ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატო-ში ვერ შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 -იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ”, -განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის ბულვარის გასხვისებასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების ქმედების შეფასებისას.
ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომaრის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, ბათუმის ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა, ეს წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და გრძელდება. მაშინაც ვაპროტესბდი და ახლაც ვაპროტესტებ, ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ”, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.