Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა

Guardian-ის ცნობით, იტალიის მთავრობის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის მაზეპინის იახტა, ოლბიის პორტიდან საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. 

Guardian-ის ცნობით, 22 მეტრიანი იახრა Aldabar-ი, რომლის ღირებულებაც 700 000-დან ერთ მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იმყოფებოდა. იახტა  მარტში დააყადაღეს, როდესაც მაზეპინი იმ რუს ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ.

გაზეთის ცნობით, იახტა ივნისამდე იყო ოლბიაში, შემდეგ კი გაუჩინარდა - და ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა მაზეპინის საკუთრებად.

„მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. რადგან გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოკვლევა", - აცხადებს მედიასთან წყარო.

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაზეთს განუცხადა: „როდესაც ჩვენ საკუთრების გადამოწმების პროცესში ვიყავით, იახტა გადამალეს“.

პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც იახტა ოლბიის პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქის იახტა ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი და ის კომპანია, რომელიც იახტის გაყვანის პროცესში მონაწილეობდა. 

მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაზე დაყადაღებულია. მაზეპინი ხელმძღვანელობს Uralchem-ის დირექტორთა საბჭოს, ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაშია.