ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა

ცნობილ ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.

საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ გიორგობისთვის ჩვენება გაიმართა. 

ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979) ოთარ იოსელიანი 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა.

1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს.

1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996).

1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს.

2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.