ამერიკის ელჩის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები თვალყურს მაიდევნებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს.
„აშშ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი სააკაშვილის საქმეს. შექებას იმსახურებს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. როგორც ვიცი, მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში.
ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.