ამერიკის ელჩის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას. შესაბამისი განცხადება კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა.
„ყველას გვახსოვს ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, მართლაც გამორჩეული საქმიანობა გასწია. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა.
ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაც არის თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.