აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“, - წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
I’m happy to report that Jill and I have tested negative for COVID. Thank you to everyone for your messages of concern. I hope this serves as a reminder: wear a mask, keep social distance, and wash your hands.
— Joe Biden (@JoeBiden) October 2, 2020