ელჩი დეგნანი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შთააგონებს ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად

საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთი ქართველისთვის, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან იმ ბრძოლის შესახებ, რომლის წინაშეც ახლა უკრაინელები არიან, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას.

ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები. ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთ ქართველისთვის, გააკეთონ, რაც შეუძლიათ დასახმარებლად.

იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.