ლოს-ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისას 33-მდე ბავშვი გადაარჩინეს

ლოს- ანჯელესში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციისა FBI-მ33-მდე ბავშვი გადაარჩინეს. ინფორმაციას NBC-ი ავრცელებს.

ოპერაციაში,რომელიც 11 იანვრიდან მიმდინარეობდა, რამდენიმე სამართალდამცველი ორგანო მონაწილეობდა. ოპერაციის დროს გადარჩენილი რამდენიმე ბავშვი წარსულშიც იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი, სამართალდამცველი ორგანოების თანახმად, მსხვერპლის ხელახლა, ან მოტყუებით ჩათრევა საქმიანობაში საკმაოდ ხშირი პრეცედენტია.

"ადამიანით ვაჭრობა ფართოდ გავრცელებული და მზაკვრული დანაშაულია,რომელიც ჩვენ ახალ თაობას საფრთხეს უქმნის",- განაცხადა მაიკლ მურმა, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული, სხვა ინფორმაცია ეჭვმიტანილების ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.