COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა, ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ინფიცირების 546 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 80, ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 32, გურია - 14, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 34, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების 8 352 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640. 697 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 195 მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 2, იმერეთში - 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 153 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 4 637 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 180, აჭარაში - 128, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 453 პირი, აჭარაში - 1 218, იმერეთში - 2 086.