ოზურგეთში, ავტოავარიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.