გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს, - ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
გემზე მყოფი 19 მეზღვაურიდან მეკობრეებმა 15 გაანთავისუფლეს, ერთი მათგანი მოკლეს, ხოლო 3 მძევლად აიყვანეს.
თურქული გემი ნიგერიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მიმართულებით მიცურავდა.