გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა - ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
მათი ცნობით, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც დაუადასტურა. მისი განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა.
“გვყავდა გამოძახებული სასწრაფო, მე-4 კლასელმა ბავშვმა გონება დაკარგა. მასწავლებელს გაუხდა ცუდად ხელებში. მოვიყვანეთ მშობელი და გვითხრა, რომ ბავშვი დილით არ საუზმობს. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა ბავშვი გონებაზე, რომ მოვიდა ღვეზელი ვაჭამეთ და მაშინვე გამოკეთდა. არ ვიცი, რა ვთქვა, მშობელს ვუთხარით, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს, ასეთი პატარა ჩაის და თუნდაც ერთი ნაჭერი პურის გარეშე, როგორ უნდა გამოუშვან?! თუ სახლში არ ჭამენ, ყველი და პური სკოლაში მაინც გამოატანონ, ასე რომ აღარ ვინერვიულოთ სკოლამ და მასწავლებელმა”, – ამბობს ნოდარ იარღანაშვილი.