ჩინეთის აღმოსავლეთით, შანდუნის პროვინციაში მაღაროში ორ კვირაზე მეტია,რაც მუშები არიან ჩარჩენილნი.
დღეს მაღაროდან პირველი მუშის ამოყვანა მოახერხეს.
აფეთქების შედეგად, მიწის ქვეშ ათობით მუშა მოექცა, რის გამოც მათი გამოყვანა ვერ ხერხდებოდა.
აფეთქებას 11 მეშახტე გადაურჩა, თუმცა ერთი კომაში ჩავარდა და თავის ძლიერი დაზიანების გამო მოგვიანებით გარდაიცვალა. ორი კვირის განმავლობაში მუშებს საკვებსა და მედიკამენტებს გრძელი, ვიწრო გვირაბის მეშვეობით აწვდიდნენ. სამაშველო ოპერაცია შახტაში ამ დრომდე გრძელდება.
აფეთქების მიზეზი უცნობია, მაღაროში ათამდე მუშა რჩება.