ტოივო კლაარი: ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში, მდგრადი მშვიდობა სურს

ევროკავშირს სურს უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დღეს სტამბოლში TRT World Forum-ზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამჟამად არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა.

„თუმცა, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება.

ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ამაზე. თურქეთი, ასევე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ტოივო კლაარმა.