ცნობილია რა აღმოაჩინა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკისას, პროკრემლისტური ლიტერატურა, რუსული მშრალი რაციონის საკვები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ასევე, ერთ-ერთ ბერს რუსული პასპორტი აღმოუჩინეს - მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე ამოწმებენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკას განაგრძობს  რადგან ეჭვობს, რომ სამღვდელოება რუსეთთან კავშირშია.

მანამდე უმაღლესმა რადამ უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას რეკომენდაცია გაუწია.