თეგი: ჩხრეკა

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა მიმდიანარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ ბრალდებას ეხება. „საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება მრავალი ბრალდებით. მათ შორისაა კორუფცია, სამშობლოს ღალატი, უკანონო გამდიდრება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.  მისივე თქმით, ჩხრეკა ტარდება დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა ლოკაციებზეც. გავრცელებული ცნობებით, იგორ დოდონი მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელიც გახლდათ.  

ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. ოფიციალური კომენტარი აშშ-ს უწყებებს არ გაუკეთებიათ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს

გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.   

კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, საგულდაგულოდ შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. უკრაინის უსაფრთების სამსახურის ცნობით, 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით. „მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საბუთების შემოწმებისას სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდათ და საერთოდ არ ჰქონდათ ორიგინალი დოკუმენტები, (არამედ მხოლოდ მათი ასლები), ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები, გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით. სპეცსამსახურის ცნობით, ამ პირების სიღრმისეული შემოწმება მიმდინარეობს. ასევე, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის 32 წლის მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ქვეყანაში პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „ანტვანის“ უკანონო ქმედებებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.    

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს. კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს „ამ პროცესში მონაწილეობს ეროვნული პოლიცია და ეროვნული გვარდია, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი უკრაინაში, რუსული სპეცსამსახურების დივერსიულ მოქმედებებთან დასაპირისპირებლად“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინებაში. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიის ტერიტორიაზე აკრძალულ ნივთებს ეძებენ და ამოწმებენ მონაცემებს არსებობს თუ არა ეპარქიის „რუსული სამყაროს უჯრედად“ გამოყენების საფრთხე. შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.   

მედია: FBI-მ ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა გაჩხრიკა

გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა გაჩხრიკეს. კრემლის მომხრე ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 15 ნოემბერს გაცემული ჩხრეკის ორდერის საფუძველზე, ადრიატიკის ზღვაზე მდებარე ქალაქ ტროგირში, ნავსადგურში 92 მეტრიანი იახტის Royal Romance-ის ჩხრეკა განხორციელდა. ინფორმაცია Jutarnji List-ს მოსამართლემ და სპლიტის რაიონული სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დინკო მეშინმა დაუდასტურა. მოსამართლემ სხვა დეტალებზე საუბარზე უარი განაცხადა, რადგან მთელი პროცედურა გასაიდუმლოებულია. უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამ რეგიონში, ეკლესია-მონასტრებში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „კონტრდაზვერვის ოპერაციას" უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრებსა და ეკლესიებში ჟიტომირის, რივნისა და ტრანსკარპატების რეგიონებში ახორციელებს. უსაფრთხეოების სამსახური, სოფელ დრაჩინოში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკას ატარებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკა ხუთი მონასტერსა და სამ ტაძარში მიმდინარეობს. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია ჩხრეკაში დეპარტამენტის თანამშრომლები პოლიციასთან ერთად მონაწილეობენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.   

უშიშროების სამსახური, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში (UOC, ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში) „კონტრდაზვერვითი აქტივობების" შესახებ გამოაცხადა. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც სამსახურის ვებგვერდზეა ნათქვამი, ღონისძიებები ჩერკასის, ვოლინისა და ხერსონის რეგიონებში მდებარე ობიქტებში მიმდინარეობს. „რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, ეს ზომები მიიღება, სხვა საკითხებთან ერთად, რათა რელიგიური თემების გამოყენება გამოირიცხოს, ამასთან უკრაინული ეკლესია ვერ გამოიყენონ როგორც „რუსული სამყაროს“ უჯრედი და დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან“, - ნათქვამია SBU-ს განცხადება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.   

ცნობილია რა აღმოაჩინა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკისას, პროკრემლისტური ლიტერატურა, რუსული მშრალი რაციონის საკვები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინა.  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ასევე, ერთ-ერთ ბერს რუსული პასპორტი აღმოუჩინეს - მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე ამოწმებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკას განაგრძობს  რადგან ეჭვობს, რომ სამღვდელოება რუსეთთან კავშირშია. მანამდე უმაღლესმა რადამ უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას რეკომენდაცია გაუწია.  

უკრაინაში მილიარდერ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკეს

უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი გაჩხრიკეს, იტყობინება Strana.ua. საგამოძიებო მოქმედებები ბიზნესმენის სახლში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებმა ჩაატარეს. ავაკოვის სახლის ჩხრეკა ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეს უკავშირდება, რომლის დროსაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა. გარდა ამისა, Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალური რესურსების მომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ბოგდან ხმელნიცკის შეატყობინა შესყიდვებში არსებული ეჭვების შესახებ, რაც  თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ვიაჩესლავ შაპოვალოვს და ყოფილ სახელმწიფო საწარმო „პრომობორონექსპორტის“ ხელმძღვანელის მოადგილე ვოლოდიმირ ტერეშჩენკოს უკავშირდება. გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ხმელნიცკი ეჭვმიტანილია 107 მილიონზე მეტი გრივნის (დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი) გაფლანგვასა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაბალი ხარისხის ჯავშნების შესყიდვაში. შაპოვალოვი კი უკანონო ქმედებებში, რის შედეგადაც ცალკეულმა დანაყოფებმა არ მიიღეს პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაა მილიარდ გრივნაზე მეტი (დაახლოებით 27 მილიონი დოლარი). ამასთან ტერეშჩენკო ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და გაყალბების გზით ხაზინიდან 1,3 მილიონი დოლარის მითვისებაში. შეგახსენებთ, რომ კიევის რეგიონის ქალაქ ბროვარში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ ტკივილი ენით აღუწერელია, ვუსამძიმრებ დაღუპულთა მეგობრებსა და ოჯახებს - ზელენსკი ავიაკატასტროფაზე