უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მხოლოდ ლუგანსკის რაიონში, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ეს წინასწარი მაჩვენებელია, რადგან რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია და მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია.
7 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქმის 30 წამების ადგილია აღმოჩენილი.
რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 47 საქმეა აღძრული.