თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ

ჟიურიმ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს, „ჩემი ოთახი“ გადაეცა.

თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული სია: 

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი“, რეჟ. სოსო ბლიაძე, (საქართველო)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი მეგობარი ანდრო“, რეჟ. კატალინა ბაქრაძე, (საქართველო)

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რეჟ. თეკლა ასლანიშვილი, (საქართველო)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ!“, რეჟ. ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე, (საქართველო)

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „დრამერი“, რეჟ. კოტე კალანდაძე, (საქართველო)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „ქრისტე ჩიტი“ (ნათლობა იორდანეში), რეჟ. მიხეილ კვინიკაძე, საქართველო აქსელი, რეჟ. ლევან უჩანეიშვილი, (საქართველო)

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „მაინც ვითამაშებთ“, რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი, (საქართველო)

ჟიურის სპეციალური ჯილდო Klondike, რეჟ. მარინა ერ გორბაჩი, (უკრაინა)

ადამიანების უფლებები კინოში – ევროკავშირის სპეციალური ჯილდო Plan 75, რეჟ. ჩი ჰაიაკავა, (იაპონია)

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავარ ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა.

წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცათ რეჟისორებს აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.