საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა.
ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.
მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა, მარიამ ბიგვავამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა.
კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.