AstraZeneca-ს თქმით, ვაქცინის დოზების მიწოდების ტემპი ევროპაში მოსალოდნელზე დაბალი იქნება

ბრიტანული ვაქცინის მწარმოებელი ფირმის, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების მიწოდება ევროპაში შეფერხებების გარეშე ვერ მოხერხდება.

AstraZeneca მეორე ევროპული კომპანიაა, რომელმაც ვაქცინის მიწოდების პრობლემებზე გააკეთა განცხადება, პირველი ეს გერმანულმა კომპანია Pfizer-მა გააკეთა.

ბრიტანულ კომპანიას ჯერ არ აქვს ნებართვა პრეპარატის მიწოდებაზე ევროკავშირის მხრიდან, თუმცა როგორც მოსალოდნელია მათ ავტორიზაციას ევროპული მარეგულირებელი 29 იანვარს მიანიჭებს.

AstraZeneca– ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის თანხმობის მიღების შემთხვევაში „საწყისი მოცულობები უფრო დაბალი იქნება ვიდრე მოსალოდნელია“, თუმცა დოზების მიწოდების პროცესი პირველ დღეებში არ დაყოვნდება.

კომპანიის თქმით, შეფერხება "ევროპული მიწოდების ჯაჭვის წარმოების ადგილზე მოსავლიანობის შემცირებით" არის გამოწვეული.