ჩინური წარმოშობის კანადის მოქალაქე, ცე ჩი ლოპზე საერთაშორისო ძებნა ავსტრალიას ჰქონდა გამოცხადებული. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კრიმინალური სინდიკატის წევრი ნიდარლანდების აეროპორტში დაიჭირეს.
ეჭვმიტანილი მამაკაცის ნარკოკარტელი სავარაუდოდ აზია-წყნარი ოკეანეთის ნარკოტიკების ბაზარზე დომინირებს.
ცე ჩი ლოპზე-ს ნარკოტიკებით ვაჭრობის წლიური ბრუნდა 70 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ჰოლანდიის პოლიციის სპიკერმა თომას ალინგმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი "პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე" ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტში, ინციდენტის გარეშე დააკავეს.
ავსტრალიის ხელისუფლება ცე ჩი ლოპს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდა.