საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება.
„მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას.
ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.