პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ.
„სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამა 6 თვიანი, 8 და 11 თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში, სადაც თეორიის გარდა „ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას" გაივლიან.
ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება.
პრემიერის განცხადებთ, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.