ათენში, უკრაინის საელჩომ სისხლით გაჟღენთილი ანონიმური ამანათი მიიღო. საბერძნეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც მანამდე გაიგზავნა უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მუქარის 33 შემთხვევა 17 ქვეყანაში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.