აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დილიდან ქალაქ შუშას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურის ანდრეი ვოლკოვის ჩამოსვლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქ შუშასთან რუსი სამშვიდობოების პოსტთან საპროტესტო აქციას მას შემდეგ მართავენ, რაც მათ აზერბაიჯანელი სპეციალისტები ტერიტორიაზე საბადოების უკანონო ექსპლუატაციის ვითარების მონიტორინგის მიზნით არ დაუშვეს.