აშშ-მ უკრაინას, $13 მილიონის ღირებულების ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. 

მედია, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, $13 მილიონია.

ამასთან, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.