ბათუმში გუშინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანის დაკავებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ადასტურებენ. მათი თქმით, დაკავებული "ალტერნატივას" წევრია.
შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
„ის წამოვიდა პროვოკაციაზე, ჩვენთან ძალიან ახლოს მოვიდა და იცოდა, რომ ჩვენთან მოსვლა არ შეიძლებოდა. ჩავლეიშვილი შთამომავლობით კორუმპირებულია. რაც მოხდა, გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ.
ირაკლი ჩავლეიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.