კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გააპროტესტეს.

აქციაზე შეკრებილი რეგულაციების მოწინააღმდეგეები 48 საათში პიკეტირებას აანონსებენ, თუ მათი მოთხოვნები: ბიზნესისა და ეკონომიკის გახსნა არ შესრულდება.

აქციაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დემონსტრაციას შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თვითიზოლაციის წესი დემონსტრაციულად დაარღვია. გიორგი ვაშაძის თქმით, ის ჯანმრთელია და ამის დასამტკიცებლად PCR ტესტის პასუხი აქვს. მისივე აზრით, ხელისუფლებამ უამრავი გაუაზრებელი შეზღუდვა დააწესა

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან.