გერმანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ანტისხეულებზე დაყრდნობით შექმნილ მედიკამენტს გამოიყენებს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც მკურნალობას ამ მეთოდს მიმართავს.
იენს სპანის განცხადებით, სწორედ ეს მედიკამენტი გამოიყენეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობის პროცესში.
მედიკამენტები გერმანიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოებს მომავალი კვირიდან დაურიგდებათ.
გერმანიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მაღალი რისკის მქონე პაციენტების დაცვას საწყის ეტაპზე სერიოზული გაუარესებისგან.
გერმანიამ უკვე შეიძინა მედიკამენტების 200 000 დოზა და მის გამოყენებას შემდეგი კვირიდან დაიწყებს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ექსპერიმენტალური წამალი გაუკეთდა, სახელწოდებით- REGN-COV2, რომელიც ამერიკულმა კომპანია Regenor-მა შეიმუშავა.