ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარის გამო უკმაყოფილება გამოხატეს და შესაბამისი პოზიცია ფრანგ ლიდერთან პირადად დააფიქსირეს.
Reuters-ი წერს, რომ მაკრონის განცხადების გამო, პროტესტი უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ გამოხატეს.
სააგენტო წერს, რომ ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად გამოთქვა უკმაყოფილება.
მისივე თანახმად, ოფიციალური დემარშის მხარდამჭერები იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა, პოლონეთთან და სლოვაკეთთან ერთად, თუმცა მთლიანობაში რამდენმა ქვეყანამ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი ამ ნაბიჯს, უცნობია. როგორც ირკვევა „დემარშის“ ორგანიზება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა უზრუნველყო.