საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს ომის დასრულების შესახებ, დასავლეთმა რუსეთისთვის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა განიხილოს, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
მაკრონმა მისი განცხადება შემდეგნაირად განმარტა.
„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ - როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა - არის შიში იმისა, რომ NATO მის კარს უახლოვდება და ასევე, იარაღის განლაგება, რომელიც შეიძლება, დაემუქროს რუსეთს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ევროპას უნდა მოემზადოს, „როგორ მისცეს გარანტიები რუსეთს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“.
„ჩვენ უნდა მოვამზადოთ, რისი გაკეთებისთვის ვართ მზად, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების დღეს“, - თქვა მაკრონმა.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად საუბრისას მაკრონმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი „არასოდეს მოუწოდებს უკრაინელებს კომპრომისზე, რომელიც მიუღებელი იქნება“. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა 2 დეკემბერს, რომ „პუტინს აბსოლუტურად არ გამოუჩენია რაიმე სახის დიალოგით დაინტერესების სურვილი“.
უკრაინა უარს აცხადებს რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულად არ დატოვებენ მის ტერიტორიას.