რუსეთი აშშ-ისთან დიალოგის დასაწყებად მზადაა, თუ ბაიდენის ადმინისტრაციის მხირდან სათანადო მზაობას დაინახავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი უდგას, ორ ქვეყანას შორის საკმაოდ ბევრი კონფლიქტის წყარო გაჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბრალდება აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშიდება.
ამასთან ერთად, აშშ რუსეთისგან მოითხოვს, რუსი ოპოზიციონერის,ალექსეი ნავალნის საპატიმროდან გამოშვებას.
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მას ნაყოფიერი დიალოგის იმედი აქვს.
გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ განხილვის საგანი იქნება იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულებაა (New START), რომელსაც ვადა 5 თებერვალს ეწურება.
ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, მათ ხელშეკრულების გახანგრძლივება დამატებით 5 წლით სურთ.