შემაშფოთებელია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკა, რომლებიც ევროკავშირს ადანაშაულებენ იმაში, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს“, - აღნიშნა სვენ მიქსერმა.