დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო.
3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.