ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი - პაპუაშვილი

ისევე როგორც შარშან, წელსაც წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 10%-ზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შა;ლვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილი ბიუჯეტით, მაღალი ეკონომიკური ზრდით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განახორციელოს, რომელიც უკვე დაანონსდა, როგორც ინფრასტრუქტურული სახით, ასევე განათლების მიმართულებით, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ დღეს განვიხილავთ ამ ბიუჯეტს და კარგია, რომ საქართველოს 2023 წელს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.