მექსიკის პრეზიდენტს, მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტი Twitter-ში ავრცელებს.
„სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ვარ. სიმპტომები მსუბუქია, მაგრამ უკვე მკურნალობა დავიწყე. როგორც ყოველთვის, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ სიტუაციიდან ყველანი გამოვალთ“, - წერს პრეზიდენტი.