კელი დეგნანი სააკაშვილზე: მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს მათ შორის პირადი ცხოვრების უფლების დაცვით

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, ფსიქოლოფიური დახმარების გაწევა და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით“, - განუცხადა ელჩმა მედიას.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა.